მსოფლიო დღეს

COVID-2019: ბოლო მონაცემები ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა შესახებ

მხოლოდ გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად ქვეყანაში ინფიცირების 394, გარდაცვალების 114 და საავადმყოფოებიდან გაწერის 1 779 ფაქტი დაფიქსირდა.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 74 576 ათასს მიაღწია, იუწყება ქვეყნის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტი. 

კუვეიტელი ბლოგერი კორონავირუსის მკურნალობის მეთოდში 3.2 მლრდ დოლარს ითხოვს

„31 პროვინციიდან მიღებული ინფორმაციით, სულ დადასტურებულია ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების 74 576 შემთხვევა. ამ დროისათვის ავადმყოფობს 56 303 ადამიანი. აქედან 11 864 მძიმე მდგომარეობაშია. 16 155 პაციენტი გამოჯანმრთელდა და გაეწერა საავადმყოფოებიდან, 2 118 კი გარდაიცვალა“, — ნათქვამია კომიტეტის განცხადებაში. 

გასული დღე-ღამის განმავლობაში მთლიანად ქვეყანაში ინფიცირების 394, გარდაცვალების 114 და საავადმყოფოებიდან გაწერის 1 779 ფაქტი დაფიქსირდა. 

ამასთან ექიმები აკვირდებიან 126 360 ადამიანს, რომლებსაც ახალი ტიპის კორონავირუსით, COVID-2019-ით დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ.  

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო ცნობით, ჩინეთის ფარგლებს გარეთ დაავადებულთა რაოდენობამ 25 ქვეყანაში 924 ადამიანი შეადგინა.