ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 22 თებერვალს

საქართველოს დედაქალაქში შაბათს ღრუბლიანი ამინდია ნავარაუდევი, ნალექი მოსალოდნელი არ არის. დღისით ჰაერი 14 გრადუსამდე გათბება.
Sputnik

თბილისი, 20 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები თბილისში შაბათს, 22 თებერვალს, უნალექო, ღრუბლიან ამინდს პროგნოზირებენ.

მზე 07:47 საათზე ამოვა და 18:42 საათზე ჩავა.

ყველაზე დაბალი ტემპერატურა – პლუს 4 გრადუსი, 07:00 საათისთვის დაფიქსირდება, დღისით მაქსიმალური კი +14 გრადუსია ნავარაუდევი.

ქარის სიჩქარე წამში 8-13 მეტრი იქნება, დროგამოშვებით კი 10-15 მეტრს მიაღწევს.