ზემო ლარსი დღეს: გუდაური–კობის მონაკვეთი გადაკეტილია

რუსეთის მიმართულებით ყველა სახის ტრანსპორტისთვის შეზღუდვები გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროების გამო დაწესდა.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. ზვავის ჩამოწოლის საფრთხის გამო ყველა სახის ტრანსპორტისთვის მოძრაობა აკრძალულია მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე, იუწყება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

ზვავსაშიშროება ტემპერატურის მკვეთრი გაზრდის გამო შეიქმნა, ამიტომ აღნიშნულ მონაკვეთზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს.