ყვითელი ამბები

როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა? – მევლუდ მელაძის ემოციური პოსტი

15 წლის ნიკა ჯორჯაძე, რომელიც სალომე გველესიანის და მევლუდ მელაძის ვაჟი იყო, ტრაგიკულად დაიღუპა ავტოავარიისას გასული წლის აპრილში.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, ტიტულოვანი ქართველი ავტომბროლელი მევლუდ მელაძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს სტატუსს, სადაც წერს იმის შესახებ, თუ როგორ შეიქმნა მისი ოჯახის წევრის, ავტოავარიაში გარდაცვლილი 15 წლის ნიკუშა ჯორჯაძის სახელზე ახალგაზრდული ბრენდი.

„ნიკუშას დაღუპვის შემდეგ გამუდმებით მხოლოდ ერთი რამე მეფიქრებოდა – როგორ უნდა იცხოვროს დედამ, რომელმაც 15 წლის შვილი დაკარგა? არ ვიცი ვისთვის რა არის სიძლიერე, მაგრამ ჩემი აზრით ადამიანი ძლიერი მაშინ ხარ, როცა იპოვი გზას, რომლითაც შვილზე მზრუნველობას და მის რაღაცა ფორმით ფიზიკურ ყოფას გააგრძელებ“, – წერს მევლუდ მელაძე.

ნიკა ჯორჯაძე თბი­ლის­ში 2019 წლის აპრილში მომ­ხდა­რი ტრა­გი­კუ­ლი ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის დროს დაიღუპა. ის იმ იმ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში იჯდა, რომ­ლი­თაც 4 ახალ­გაზ­რდა მა­ღა­ლი სის­წრა­ფით ხეს შე­ას­კდა. ნიკა ჯორ­ჯა­ძე „აგ­რო­ჰა­ბის“ მარ­კე­ტინ­გის მე­ნე­ჯე­რის სა­ლო­მე გვე­ლე­სი­ა­ნი­ს და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტის მევ­ლუდ მე­ლა­ძის შვი­ლი იყო.