ყვითელი ამბები

„სახეზე ზეპირად მახსოვხართ...“ – ნახეთ რატომ ემუქრება კომპოზიტორი სასწრაფოს ექიმებს

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას სასწრაფო დახმარების ექიმების გამო პრობლემები შეექმნა. ნახეთ, რას გულისხმობს კომპოზიტორი.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს გულგრილობასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს.

მაიკო კაჭკაჭიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მის 89 წლის ბებოს ასაკის გამო უყურადღებოდ მოექცნენ.

„სიბნელე აღარ ქვია ამას 112 - ის ექიმებს სათითაოდ დავაწყობ და პასუხს ვაგებინებ ჯერ უცოდინრობისთვის და მერე სასტიკი გულგრილობისთვის! რადგან 89 წლისაა ჩემი ბებო, რომელიც სამყროს მირჩევნია, ასაკის გამო აღარც თვლიან საჭიროდ, თუნდაც ის გამაგებინონ, რომ კარდიოგრამა ინფარქტს აჩვენებს! ახლა ვიგებ კარდიოექსპრესისგან, როცა მანამდე სამჯერ მყავდა 112 -ის ბრიგადა გამოძახებული! სახეზე ზეპირად მახსოვხართ და ხელოვნურ ინფარქტს მე დაგიყენებთ სათითაოდ ექვსივეს!“ – წერს კომპოზიტორი.

კომპიზიტორი მაიკო კაჭკაჭიშვილი განსაკუთრებით აქტიური სოციალურ ქსელში ოპერაციის შემდეგ გახდა, რის შედეგადაც წონაში მკვეთრად დაიკლო. ის ორი ტყუპი ვაჟის დედაა. ახლა ის საუკეთესო ფორმაშია.