გახარია: საქართველოს დაცული ტერიტორიები მიმდინარე წელს 100 ათასი ჰექტრით გაიზრდება
© Sputnik
„კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელსაც ჩვენ დღეს მივიღებთ, ეს გახლავთ დაცული ტერიტორიების გაფართოება. მოგეხსენებათ, 2019 წელს დაცული ტერიტორიების საერთო მოცულობა დაახლოებით 10%-ით გაიზარდა და დღეს ის შეადგენს საქართველოს ტერიტორიის 9.6%-ს, თუმცა ეს არ არის მაქსიმალური მაჩვენებელი და სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 100 ათასი ჰექტრით კიდევ გაზარდოს დაცული ტერიტორიების რაოდენობა“, – ამბობს გიორგი გახარია.
პრემიერის თქმით, მთავრობის გადაწყვეტილებით, შეიქმნება ურუშეთის ეროვნული პარკი, რომელიც სასაზღვრო ზონაშია, რაც მნიშვნელოვანი იქნება როგორც ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის, ისე წითელი წიგნის ნუსხის სახეობების შენარჩუნებისთვის.