მსოფლიო დღეს

აშშ-ში 20 წლის რეპერი Pop Smoke მოკლეს

შეიარაღებული და ნიღბიანი ბოროტმოქმედები ლოს-ანჯელესში მდებარე შემსრულებლის სახლში შევარდნენ და მას რამდენჯერმე ესროლეს
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი - Sputnik. ლოს-ანჯელესში ახალგაზრდა ამერიკელი რეპერი Pop Smoke მოკლეს, იუწყება РИА Новости გამოცემა Rolling Stone-ზე დაყრდნობით.

გამთენიისას ჰოლივუდში მდებარე შემსრულებლის სახლში შეიარაღებული და ნიღბიანი ბოროტმოქმედები შევარდნენ, მისი მისამართით რამდენიმე გასროლა განახორციელეს და მიიმალნენ. Pop Smoke საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მედიის მონაცემებით, ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ. უცნობი რჩება ასევე ბოროტმოქმედების მოტივები.

გასული წლის ზაფხულში Pop Smoke-მა სადებიუტო ალბომი Meet the Woo გამოუშვა. ამ ფირფიტის ტრეკმა Welcome to the Party „იუტუბიზე“ 20 მილიონი ნახვა დააგროვა. დეკემბერში მუსიკოსმა ცნობილ რეპერ ტრევის სკოტთან ერთად სიმღერა Gatti-ს ახალი კლიპი წარადგინეს.