თბილისის ბიუჯეტი გაიზარდა: რაზე დაიხარჯება მილიონები

მერია შეინარჩუნებს ყველა სოციალურ პროგრამას, რომლებსაც ახორციელებს, მათ შორის შეჭირვებულებისთვის უფასო სასადილოებსა და მათ მკურნალობას.
Sputnik

თბილისი, 19 თებერვალი — Sputnik. თბილისის საკრებულომ დაამტკიცა შესწორებები დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტში, რომლის თანახმად, თბილისის ბიუჯეტის ასიგნებები 217 ლარით გაიზარდა.

პროექტის თანახმად, დედაქალაქის ბიუჯეტის ასიგნებები განსაზღვრულია 1 239 მილიონი ლარით, საიდანაც 980 მილიონზე მეტი ლარი თვითონ თბილისის ფულია.

თბილისში მომავალი კვირიდან 18-მეტრიანი ავტობუსი იმოძრავებს

თბილისის ბიუჯეტის გაზრდა დაკავშირებულია თბილისის მერიასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის ხელმოწერილ შეთანხმებასთან, რომლის მიხედვით EBRD თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარებაზე 80 მლნ ევროს გამოყოფს.

80 მილიონიდან 65 მლნ ევრო გათვალისწინებულია უშუალოდ ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსების შეძენაზე, ხოლო 15 მლნ ევრო – მათთვის პარკის მშენებლობაზე. ამჟამად თბილისში 600-650 ავტობუსი მოძრაობს. აქედან 143 MAN-ის მარკის ახალი ავტობუსია, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთაა და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

თბილისის ავტოპარკი 40 ავტობუსით შეივსო>>

ამასთან, მერია შეინარჩუნებს ყველა სოციალურ პროგრამას, რომლებსაც ახორციელებს, მათ შორის, შეჭირვებულებისთვის უფასო სასადილოებსა და მათ მკურნალობას, მარტოხელა ასაკოვანი ადამიანების დღის ცენტრს, უსახლკაროების თავშესაფრის მხარდაჭერასა და სხვა პროგრამებს.