სპეცსამსახურების მოხსენების თანახმად, თვითმფრინავი არ იმყოფებოდა რეგიონში განთავსებული საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი „ბუკის“ არც ერთი რაკეტის წვდომის ზონაში. ეს ინფორმაცია გამომძიებლებმა გამოძიების საბოლოო დასკვნის გაკეთებისას არ გაითვალისწინეს. რუსეთში არაერთხელ ისაუბრეს გამოძიების მიკერძოებულობაზე, რომლის დასკვნაც უკრაინისგან მიღებულ მონაცემებზეა დაფუძნებული.