რაშია მომთხოვნი ზოდიაქოს თითოეული ნიშანი

თითოეული ადამიანი პრიორიტეტებს თავისებურად ანაწილებს. ზოგისთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს გარეგნობას, ზოგისთვის - განათლების დონეს, ზოგისთვის - კარიერას...
Sputnik

იყო მომთხოვნი - სულაც არ ნიშნავს მავნებლობასა და ჭირვეულობას. თითოეული ჩვენგანი ამ თვისების ამა თუ იმ დონით გამოირჩევა, მაგრამ, როდესაც ჩვენს მოთხოვნებს სხვებს ვუყენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველას საკუთარი ინტერესი და პირადი სივრცის უფლება აქვს. როდესაც სხვის მოსაზრებას პატივს სცემ, ეს ადამიანებში აღფრთოვანებას იწვევს.

ზოდიაქოს ნიშნების ახირებები, ანუ იუმორნარევი დახასიათება

ვერძი

ვერძს არ უყვარს კომპრომისზე წასვლა. ათასი რამიდან მხოლოდ საუკეთესოს ირჩევს. მას შეუძლია ხელფასის ნახევარი ერთ, მაგრამ ხარისხიან ნივთში გადაიხადოს მაშინ, როდესაც სხვები ამ ფასში ათობით ნივთს ყიდულობენ. ვერძს სურს, რომ გარშემო მხოლოდ ყველაზე ძვირადღირებული ნივთები ერტყას და ერთგული ადამიანები ჰყავდეს.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...>>

კურო

კურო ცნობილი მელომანია. უფროსი თაობის წარმომადგენლები მზად არიან, იშვიათ ჩანაწერში მთელი ქონება გადაიხადონ. როდესაც მუსიკის სამყაროში არაფერია მიუწვდომელი, კურო ინტერნეტში პოულობს საუკეთესო ჰიტებს და მათ მოსმენას მთელ თავისუფალ დროს უთმობს. მნიშვნელოვან საქმეებსაც კი მუსიკის თანხლებით აკეთებენ.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით

ტყუპი

ტყუპი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს საურთიერთობო წრეს. ის ეკონტაქტება მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ცხოვრებაზე საერთო შეხედულებები აქვს. თუ ვინმე მასთან კამათობს ან აკრიტიკებს მას, ტყუპი ასეთი ადამიანის წინაშე კარს სამუდამოდ კეტავს. არა, ის არ ცდილობს, ვინმე „გადააკეთოს" და თავის „გემოვნებას მოარგოს", უბრალოდ, არ უყვარს, როცა მის პირად საზღვრებს არღვევენ და ცხოვრებას ასწავლიან.

ზოდიაქოს ნიშნები სულ სხვა რაკურსით - შეიტყვეთ მათი პიროვნული საიდუმლოებები>>

კირჩხიბი

კირჩხიბები მეგობრებს ახარისხებენ. ისინი არ ურთიერთობენ მათთან, ვინც მათ იდეალს არ შეესატყვისება. მათი აზრით, საუკეთესო მეგობარი ისაა, რომელიც მუდამ მზად არის მათ დასახმარებლად. თავად კირჩხიბები არასდროს ტოვებენ მეგობრებს გაჭირვებაში და თავადაც საპასუხო რეაქციას ელოდებიან. ვერ იტანენ ღალატს, რადგან ადამიანებს ძალიან ეჩვევიან.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

ლომი

ვერძის მსგავსად, ლომსაც ფუფუნებაში უყვარს ცხოვრება. არჩევს მხოლოდ საუკეთესოს, ამიტომ მისი ცხოვრება ხშირად თეატრს წააგავს. ლომი ზრუნავს საკუთარ რეპუტაციაზე, ისწრაფვის, რომ გარშემომყოფებს აჩვენოს თავისი მაღალი სოციალური სტატუსი და მატერიალური შესაძლებლობა. თუ ვერ ახერხებს, მნიშვნელოვანი პერსონა გახდეს, თავს ასეთად მაინც წარმოაჩენს.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებსაც განსაკუთრებული მისია აკისრიათ>>

ქალწული

შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ ქალწულები ცნობილი გურმანები არიან. ისინი დაკვირვებით არჩევენ პროდუქტებს თავიანთი სუფრისთვის. არასდროს გამოიყენებენ საკვებად რამე არა ახალს ან არცთუ გემრიელს. ან იშიმშილებენ, ან მხოლოდ ხარისხიან საკვებს მიიღებენ. სხვათა შორის, ქალწულებს შიმშილის გრძნობის დათრგუნვა შეუძლიათ.

მედლის ორი მხარე – ზოდიაქოს ნიშნების დახასიათება

სასწორი

სასწორს ისე, როგორც სხვა არავის, დროის ფასი ესმის. ამ ნიშნის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის დრო ფულია, ზოგიერთისთვის - საკუთარი თავის მიხედვის შესაძლებლობა. თუ ვინმე მათ დროს არ აფასებს. ამ შემთხვევაში სასწორები წყვეტენ ამ ადამიანთან ურთიერთობას, და, შესაძლოა, აგრესიაც კი აჩვენონ. ამ ადამიანებს სჭირდებათ ჰარმონია და წესრიგი - დრო სწორედ ამისთვის სჭირდებათ.

როგორ იტყუებიან ზოდიაქოს ნიშნები>>

მორიელი

მორიელები ადამიანების ნათქვამ ყოველ სიტყვას უკირკიტებენ. ეს თანამოსაუბრეებს აიძულებს, თითოეული სიტყვა და რეაქცია შეარჩიონ. მორიელებს კი, თავის მხრივ, შეუძლიათ დაუფიქრებლად ატკინონ გული სხვას თავიანთი სარკასტული ფრაზებით და შემდეგ თვითონ განაწყენდნენ, რომ მათზე გაბრაზდნენ. ამ ნიშნით დაბადებულები აკონტროლებენ ყველაფერს, გარდა საკუთარი საქციელისა.

ზოდიაქოს ნიშნების ვენდეტა

მშვილდოსანი

მშვილდოსნები დამოუკიდებელნი არიან. მეგობრებად ირჩევენ თავიანთ მსგავს ადამიანებს. მთავარი მოთხოვნაა თავისუფლებისა და თავგადასავლების სიყვარული. მშვილდოსნების ოჯახი ყოველთვის სავსეა ადამიანებით. ამ ხმაურიან კომპანიას რომ შეერწყათ, თვითონ უნდა გადადგათ პირველი ნაბიჯი და დაამტკიცოთ, რომ თავისუფლად აზროვნებთ და მზად ხართ, ნებისმიერ მომენტში მოწყდეთ ადგილს და სამოგზაუროდ გაემგზავროთ.

ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

თხის რქა

თხის რქა - კიდევ ერთი ნიშანი, რომელიც ყოველივე საუკეთესოს არჩევს. ის მზადაა, დიდი თანხა დახარჯოს უმნიშვნელო ნივთზე, ბოლო ფული მისცეს პირველადი საჭიროების ელიტ-კლასის საგნებზე. თხის რქის ნაცნობებს ხშირად არ ესმით ცხოვრებისადმი ამგვარი დამოკიდებულება, მაგრამ თხის რქების შეცვლა შეუძლებელია, რადგანაც მათთვის ფული არა მიზანი, არამედ საშუალებაა.

კრიმინალური ტალანტი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

მერწყული

სანამ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მერწყულები ყველაფერს ბოლო წვრილმანამდე მოიფიქრებენ. ჩაწვდებიან არსს, ამიტომ იშვიათად ცდებიან. მერწყულებს გამოაქვთ არაორდინარული დასკვნები, აქვთ ყველას განცვიფრების უნარი. თავიანთ მსჯელობაში ქედუხრელნი არიან.

ზოდიაქოს ნიშნები, რომლებიც მხოლოდ საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრობენ>>

თევზები

თევზები მუდამ რაღაცით არიან უკმაყოფილონი. შეუძლიათ, უხილავი მიზეზის გარეშე შესძულდეთ ადამიანი და ეს იმიტომ, რომ მისი გარეგნობა მათში სიმპათიას არ იწვევს. განსაკუთრებით კარგად ერკვევიან საჩუქრებში - რასაც სხვებს ჩუქნიან და რასაც იღებენ საჩუქრად. ფასს მნიშვნელობა არა აქვს. მთავარია, ეს ნივთი სასარგებლო და პრაქტიკული იყოს.