როგორ კვდებიან BMW-ები: დამტვრეული ავტომობილების „სასაფლაო“ თბილისის ცენტრში – ფოტო

Sputnik

დამტვრეული ავტომობილები დგას პარკინგზე შენობასთან, სადაც საბჭოთა დროს მედიცინის მუშაკთა კულტურის სახლი იყო განთავსებული. ეს შენობა სსრკ-ის დაშლის შემდეგ ცოტა ხნით გამოიყენებოდა, 90-იანებში აქ იმართებოდა როკ-კონცერტები და სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. თუმცა ახლა, როგორც ძველი BMW-ები, ეს შენობაც ყველასგან მივიწყებულია.

შენობის ეზოში განთავსებულია ავტოსერვისი. როგორც ჩანს, ხელოსნები ძველი ავტომობილების დეტალებს სათადარიგოდ იყენებენ და სწორედ ამიტომ დააყენეს დამტვრეული ავტომანქანები შენობის ფასადის მხარეს სადგომზე.

1 / 21
ქალაქის ცენტრში ამ სურათის დანახვა ყველასთვის მოულოდნელია
2 / 21
მარცხენა სანაპიროზე სასეირნოდ გამოსული ადამიანები BMW-ს მარკის პრესტიჟული და პოპულარული ავტომობილების სასაფლაოს აწყდებიან
3 / 21
ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით საზარელი სანახავია. ასეთი ავტომობილები ყველასთვის ხელმისაწვდომი არაა
4 / 21
ეს ყველაფერი ხდება სანაპიროზე, იუსტიციის სახლის უკან, რომელიც სურათში ფონად მოჩანს
5 / 21
ოდესღაც პრესტიჟული მანქანებისგან თითქმის აღარაფერი დარჩა
6 / 21
ყველაზე ძვირადღირებული - ძრავები და ტრანსმისიები უკვე მოხსნილია ყველა მათგანიდან
7 / 21
ზოგიერთი მათგანი ნაგვისა და ძველი საბურავების საწყობად იქცა
8 / 21
შენობა, რომლის სადგომზეც ეს ავტომობილებია განლაგებული, მსგავსი ბედი ეწია. საბჭოთა დროში აქ ფუნქციონირებდა მედიცინის მუშაკთა კულტურის სახლი, თუმცა ახლა ის არ გამოიყენება
9 / 21
მის სიახლოვეს დღეში ასობით ადამიანი გადის. სადგომთან განთავსებულია ავტობუსის გაჩერება, ოდნავ ზემოთ კი - საცხოვრებელი სახლები
10 / 21
ავტომობილები კი ღია ცის ქვეშ განაგრძობენ „სიცოცხლეს სიკვდილის შემდეგ“
11 / 21
ხანდახან მათ ავტოსერვისის ხელოსნები იყენებენ - როდესაც მათგან რომელიმე საღი დეტალი ჭირდებათ
12 / 21
ზოგიერთი დამტვრეული ავტომობილი სწორედ ამიტომ გამოიწერეს აშშ-დან. არავინ აპირებდა მათ აღდგენას
13 / 21
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილების ახალი დეტალები ძალიან ძვირი ღირს, მეორადის შეძენა კი - გაცილებით ხელსაყრელია ყველასთვის
14 / 21
ამიტომ დამტვრეული მანქანებიდან გადარჩენილ დეტალებს პერიოდულად ხსნიან
15 / 21
ზოგიერთ ავტომობილზე მოსახსნელიც აღარაფერია, მათგან მხოლოდ ძარა დარჩა
16 / 21
კულტურის სახლის შენობას სიცოცხლის ნიშანწყალს ავტომობილების ხელოსნები უნარჩუნებენ
17 / 21
დროთა განმავლობაში აქ ყველაფერს მტვერი ფარავს
18 / 21
ალბათ, 10-15 წლის წინ ვიღაცას ასეთ ავტომობილზე ოცნებები არ აძლევდა მოსვენებას
19 / 21
ახლა კი აქ დგას უპატრონოდ, ძრავისა და სხვა დეტალების გარეშე
20 / 21
ყოფილი კულტურის სახლის შენობამ კიდევ ერთი სასარგებლო ფუნქცია შეიძინა. მართალია, არავის ჭირდება შენობა უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ოთახითა და სააქტო დარბაზით, თუმცა მისი სახურავი მობილური კავშირის ანტენებისათვის გამოიყენება
21 / 21
დრო კი მიდის... უკვე ზამთარიც იწურება, მალე გაზაფხულის თბილი ამინდები მოვა. ხეები შეიფოთლება და აშრიალდება, მაგრამ დაჟანგებული ავტომობილები, უფრო სწორად, რაც მათგან დარჩა, ასე იდგებიანაქ გაურკვეველი დროის განმავლობაში