ავარია თბილისში: სანაპიროზე მსუბუქი ავტომობილი გადატრიალდა - ვიდეო

თბილისის ცენტრში სამშაბათს ავარია მოხდა - გადატრიალდა Mercedes-ის მარკის მსუბუქი ავტომობილი. იხილეთ თვითმხილველის კადრები შემთხვევის ადგილიდან
Sputnik

ავტოსაგზაო შემთხვევა მარცხენა სანაპიროზე მოხდა. გზის სავალ ნაწილზე გადატრიალდა მსუბუქი ავტომობილი Mercedes-Benz B Class. ავტომობილში მყოფი ადამიანების გამოსაყვანად მაშველების დახმარება გახდა საჭირო. თვითმხილველმა სამაშველო ოპერაცია ვიდეოზე აღბეჭდა. ავტოსაგზაო შემთხვევის გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.