მსოფლიო დღეს

პალეონტოლოგებმა ადამიანის ზომის ვირთხის ჩონჩხი იპოვეს

​მეცნიერების თქმით, პრეისტორიულ ვირთხას, რომელსაც Neoepiblema acreensis-ი უწოდეს, ორი უზარმაზარი მოხრილი ეშვი და მომცრო ზომის, 114 გ ტვინი ჰქონდა.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. პალეონტოლოგებმა აღმოაჩინეს პრეისტორიული ვირთხის ჩონჩხი, რომელიც ამაზონის ტყეებში ბინადრობდა და ადამიანის ზომებს აღწევდა, იუწყება Sputnik ბრაზილია.

გავრცელებული ინფორმაციით, უძველესი ვირთხა სიგრძეში 1,5 მ იყო და 80 კილოგრამამდე იწონიდა.

​მეცნიერების თქმით, პრეისტორიულ ვირთხას, რომელსაც Neoepiblema acreensis-ი უწოდეს, ორი უზარმაზარი მოხრილი ეშვი და მომცრო ზომის, 114 გ ტვინი ჰქონდა.

ცნობილი ხდება, რომ ორი უძველესი ვირთხის თავის ქალები ბრაზილიის ჩრდილო-დასავლეთშია ნაპოვნი, აკრის შტატში. ერთი ქალა თითქმის მთლიანი იყო, მეორისგან კი მხოლოდ ფრაგმენტები იყო შემორჩენილი.

მკვლევარების დასკვნით, Neoepiblema acreensis-ი თანამედროვე მღრღნელზე, კაპიბარაზე (წყლის გოჭი) დიდი ზომის იყო. ამ უკანასკნელის სიგრძე ერთ მეტრზე მეტია, ხოლო წონა მაქსიმუმ 60 კგ. 

პალეონტოლოგებმა ადამიანის ზომის ვირთხის ჩონჩხი იპოვეს

ირკვევა, რომ პრეისტორიული ვირთხა შინშილის გადაშენებული ნათესავია, რომლებიც დასავლეთ ბრაზილიის ამაზონიაში, ჭაობიან ადგილებში ბინადრობდა. Neoepiblema acreensis-ს თითქმის არ ჰყავდა ბუნებრივი მტრები, გარდა ნიანგებისა. ევოლუციის პროცესში მღრღნელები უფრო მინიატურულები გახდნენ, თუმცა შეიძინეს ბევრად რთული აგებულების ტვინი, რაც მათ ცოცხლად გადარჩენაში ეხმარებოდა.