უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

ყინვა უკან იხევს, უკვე იგრძნობა გაზაფხულის მოახლოება. ტემპერატურა საქართველოში თანდათანობით მატულობს.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილი ამინდია მოსალოდნელი, შესაძლებელია მცირე ნალექი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში 17-18 თებერვალს მცირე თოვლია მოსალოდნელი, ალაგ-ალაგ – ნისლი. ქარი როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში 10-15 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს, დროდადრო კი 17-22 მეტრამდე გაძლიერდება.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

„19-20 თებერვალს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი", – ნათქვამია განცხადებაში.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის ტემპერატურა მინუს 4-5 გრადუსამდე შემცირდება, დღისით კი 10-15 გრადუსამდე დათბება. დასავლეთ ნაწილში ღამით ტემპერატურა მინუს 2 – პლუს 2 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით 15-17 გრადუსამდე დათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთაში და მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 10-8 გრადუსი ყინვა, დღისით კი – პლუს 4-5 გრადუსი. დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 13-10 გრადუსი ყინვა, ხოლო დღისით – 9-10 გრადუსი სითბო.

ყაზბეგში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექოდ. სამშაბათს, ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება მინუს 8 გრადუსი, ხოლო ოთხშაბათს – მინუს 6. დღისით 6-8 გრადუსამდე დათბება.

უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი საქართველოში

ნალექი არაა მოსალოდნელი ასევე მესტიაში – სამშაბათს, ღამით 13 გრადუსამდე მოყინავს, ხოლო დღისით მაქსიმუმ 3 გრადუსი სითბო დაფიქსირდება. ოთხშაბათს შედარებით დათბება – ღამით იქნება მინუს 7, ხოლო დღისით – პლუს 7 გრადუსი.

ბათუმში უახლოეს დღეებში ნალექი მოსალოდნელი არ არის. ტემპერატურა ღამით იქნება პლუს 4-6 გრადუსი, ხოლო დღისით – 12-13.

„თბილისში 17 თებერვალს შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება. 18-20 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერი კი +12, +14 გრადუსამდე გათბება", – აღნიშნულია განცხადებაში.