მსოფლიო დღეს

COVID-2019 ჰონგ-კონგში: დეფიციტის შიშით მძარცველებმა 600 ცალი ტუალეტის ქაღალდი მოიპარეს

აღნიშნული ხმების გავრცელების შემდეგ ჰონგ-კონგის მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ხორცის, ბრინჯის, ატრიის, ტუალეტის ქაღალდის, საპნისა და სხვა აუცილებელი საქონლის შეძენა.
Sputnik

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. შეიარაღებულმა მძარცველებმა 600 რულონი ტუალეტის ქაღალდი გაიტაცეს პანიკის ფონზე, რომელიც ჰონგ-კონგში გავრცელდა კორონავირუსის გამო პირველადი მოთხოვნილების საქონლის უკმარისობასთან დაკავშირებით, იუწყება გაზეთი South China Morning Post-ი.

მანამდე მასმედია იტყობინებოდა, რომ აღნიშნული ხმების გავრცელების შემდეგ ჰონგ-კონგის მოსახლეობამ მასიურად დაიწყო ხორცის, ბრინჯის, ატრიის, ტუალეტის ქაღალდის, საპნისა და სხვა აუცილებელი საქონლის შეძენა. 

გაზეთი წერს, რომ სამმა ნიღბიანმა მძარცველმა 50 შეკვრა ტუალეტის ქაღალდი (დაახლოებით 130 აშშ დოლარის ღირებულებისა) ჰონგ-კონგის ერთ-ერთი მაღაზიის მახლობლად გასტაცა დისტრიბუტორს. პოლიციის თქმით, ერთი მძარცველი დანით იყო შეიარაღებული. შემთხვევა ორშაბათს, დილის 6 საათზე მოხდა.

მანამდე, კვირას ჰონგ-კონგის მომხმარებელთა საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ურჩია ადგილობრივ

ჩინეთში კორონავირუსით ინფიცირების დამალვისთვის სიკვდილით დასჯა ემუქრებათ
მოსახლეობას, არ მოემარაგებინათ დიდი რაოდენობით ტუალეტის ქაღალდი, ვინაიდან ის ნესტიანი კლიმატის გამო ობს მოიკიდებს. მისი თქმით, მსხვილმა მომწოდებლებმა უკვე განაცხადეს, რომ ამ საქონლის უკმარისობა არ იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჰონგ-კონგში COVID-19-ით ინფიცირების 57 შემთხვევაა გამოვლენილი. 

ჩინეთის ჯანდაცვის სახელმწიფო კომიტეტის ბოლო ინფორმაციით, სულ მატერიკულ ჩინეთში COVID-2019-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 70 844 ადამიანი შეადგინა. აქედან ამ დროისათვის ავადაა 57 934 კაცი, რომელთაგან 10 644 მძიმე მდგომარეობაშია. გარდაიცვალა 1 770 ადამიანი, 10 844 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა.  

გარდა ამისა, ექიმები აკვირდებიან 150 539 ადამიანს, რომლებსაც მჭიდრო კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულებთან.