17 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

გაეცანით 17 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის
Sputnik

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

11-19 თებერვალი

ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.

17 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.

მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.

მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება

ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.

ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.

17 თებერვალს დაბადებულები

17 თებერვალს დაბადებულების ცხოვრებაში ყველაფერი იქნება – წაგებაცა და იღბალიც, მხარდაჭერაცა და ღალატიც. მათ სწორი გზა უნდა აირჩიონ, რათა აირიდონ მარტოობა, შეინარჩუნონ რწმენა და მედგრად გაძულონ ყველა უსიამოვნებას. მათ უნდა სწამდეთ საკუთარი თავის, რომ ცხოვრება ააწყონ და სურვილები აისრულონ.

ზოდიაქოს ლიდერი ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>

17 თებერვალს დაბადებულები უჩვეულოდ მგრძნობიარენი არიან. ახალგაზრდობაში ისინი გარშემო დაძაბულ ატმოფეროს იქმნიან და მზად არიან, მთელი სამყაროს შეტევები აისხლიტონ. ისინი მებრძოლები არიან გარეგნულადაც და შინაგანადაც. ბრძოლაში ზოგი იმარჯვებს და ზოგიც – მარცხდება, თუმცა დანებებასა და ხელების ჩამოშვებას მაინც არ აპირებს. როდესაც ერთ მწვერვალს იპყრობენ, ჰორიზონტზე მეორე მიზანს ისახავენ და მის მისაღწევად ან დასაცავად თავდადებით იწყებენ ბრძოლას. არ ეშინიათ, თუნდაც მთელი სამყარო მათ დაუპირისპირდეს. მაგრამ ერთხელაც ეს თავგანწირული ბრძოლა მათ წინააღმდეგ დატრიალდება; ამიტომ ამ დღეს დაბადებულებისთვის უცხო არაა უსიამოვნო სიტუაციები, საიდან გამოსვლაც რთულია.

2020 წლის ჰოროსკოპი - მერწყული

ამ დღეს დაბადებულები ადრეული ასაკიდანვე აცნობიერებენ, რომ კრიტიკისა და მათ მიმართ ნეგატიური გამონათქვამების გადატანა უჭირთ, ხოლო ზემგრძნობიარე ნატურა ვნებს. თუმცა, მათ შორის ისეთებიც არიან, რომლებსაც არანაირი რეაქცია არა აქვთ სხვების უხეშ გამონათქვამებზე. მათ სჭირდებათ დახმარება რთულ სიტუაციებში სწორი პასუხის პოვნაში, რადგან შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიიღონ და სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ. სასიყვარულო და მეგობრულ ურთიერთობებში გულგახსნილი არიან, ამიტომ მტკიცე კავშირები აქვთ. თუმცა, ზედმეტი პირდაპირობისა და გულწრფეოლობის გამო მარტო დარჩენის საშიშროება ემუქრებათ.

ზოდიაქოს ექვსი ნიშანი და მათი „შავი სია“: თუ გინდათ, რომ ამ სიაში არ მოხვდეთ...>>

17 თებერვალს დაბადებულები თვითგანვითარებისკენ არ ისწრაფვიან, ამიტომ ადამიანურ ურთიერთობებში მნიშვნელოვან მომენტებს უშვებენ ხელიდან; დახვეწილი და განვითარე ბული პრიოვნებები, პირიქით – ემოციურობას სწორ კალაპოტში მიმართავენ და ცხოვრების ყველა სფეროში იყენებენ. ასე სიყვარული იმ ენერგიად იქცევა, რომელიც ყველა ცხოვრებისეული უსიამოვნების გადალახვის საშუალებას იძლევა. ამ დღეს დაბადებულები მწვავედ განიცდიან სხვის უბედურებას, ამიტომ მათთვის მნიშვნელოვანია ახლობლებისა და უცხო ადამიანების დახმარება. როგორც წესი, ისინი რეალისტები არიან და არსებულ სოციალურ წესრიგს იღებენ. ხანდახან რეაქციული ქცევაც სჩვევიათ, თუმცა ეს მათ აგრესიულობაზე არ მიუთითებს. ისინი მშვიდი, პატიოსანი, ფიზიკურად განვითარებული არიან. როდესაც სხვები შფოთავენ, ისინი მშვიდად არიან, რაც ხანდახან გარედან უმოქმედობად, პასიურობად ან შოკის გამოვლენად აღიქმება.

ნუმეროლოგიის მაგია – თუ გინდათ ფული მოიზიდოთ

17 თებერვალს დაბადებულების პრინციპია – რასაც აკეთებ, მთელი სულითა და გულით გააკეთე, და ეს ფუჭი სიტყვები არაა. მათთვის მნიშვნელოვანია ზოგადსაკაცობრიო ფასეულობებს მისდიონ. ამ ადამიანებთან ადვილია ურთიერთობა. ისინი დიდ ყურადღებას იჩენენ გარშემომყოფთა მიმართ.

ჯანმრთელობა

17 თებერვალს დაბადებულებს ხშირად აწუხებთ კანის დაავადებები; ასევე აქვთ ყურის, საყრდენ–მამოძრავებელი სისტემისა და სისხლის მიმოქცევის პრობლემები. მათ სწორად უნდა იკვებონ, დაიცვან დიეტა. მათთვის რეკომენდებულია მსუბუქი ფიზიკური დატვირთვა და შრომისა და დასვენების რეჟიმის დაცვა.

როგორია თქვენი ბოსი? ხელმძღვანელის პლუსები და მინუსები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

რჩევა:

ხანდახან თქვენს ცხოვრებას ფარდა ჩამოაფარეთ და სხვა ადამიანების სანახაობად ნუ გახდით. მიეცით ნება თქვენსავე მგრძნობიარობას, გაჩვენოთ, როგორ გაიმდიდროთ სულიერი ცხოვრება. საიდუმლოებებისა და საეჭვო რაღაცების მიმართ მიდრეკილება ჯაშუშურ ფილმებს დაუტოვეთ.