ყვითელი ამბები

სალომე ჭაჭუა ლიფტს ფეხით აღებს - ვიდეომ სოცქსელის მომხმარებლები შოკში ჩააგდო

სალომე ჭაჭუა ქართულ თანამედროვე ქორეოგრაფიაში შთამბეჭდავი შესრულებით გამოირჩევა. ლათინო-ამერიკულის ცეკვების შემსრულებელი წარმატებას, ცნობადობას და მოტივაციას არასდროს კარგავს
Sputnik

ცნობილი ქართველი ქორეოგრაფი და პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ერთ-ერთი თვალშისაცემი მოცეკვავე სალომე ჭაჭუა სკანდალებითაც გამოირჩევა. ცნობილ ტელესახეს, თითქოს ერთი ურთიერთობა არ ჰქონდა დასრულებული, როდესაც ჭორები გავრცელდა მის და გიორგი ვარდოსანიძის სიყვარულზე. მოგეხსენებათ, მანამდე სალომე ლათინო-ამერიკული ცეკვების სტუდიის „თელას“ წამყვან მოცეკვავეზე გიგი გაჩეჩილაძეზე იყო შეყვარებული. მათი გზები „ცეკვავენ ვარსკვლავების“ დაწყებისას გაიყო.

ძლიერი, ცეცხლოვანი, ენერგიული სალომე ჭაჭუა სოციალურ ქსელს კიდევ ერთხელ იპყრობს. მიუხედავად იმისა, რომ იურისტების ოჯახში გაიზარდა, მისმა შემოქმედებითმა უნარმა და ხელოვნებისადმი სიყვარულმა ყველა წინააღმდეგობას გაუძლო და საქართველოში სამეჯლისო ცეკვების დედოფლადაც იქცა. პროფესიიდან გამომდინარე, სცენაზე მუდამ გამომწვევად აცვია. კლასიკური სტილი, საღამოს კაბები თუ საზეიმო ტანისამოსი მისი განუყოფელი ნაწილია.

ცოტა ხნის წინ სალომემ თაყვანისცმემლები კიდევ ერთხელ გააოცა. Instagram-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სალომე ლიფტის გაღებას ფეხით ახერხებს. სოციალური ქსელის მომხარებლები ამან ძალიან დააბნია.