როგორი ამინდი იქნება თბილისში სამშაბათს, 18 თებერვალს

დედაქალაქში ჰაერის ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ რვა გრადუსამდე დათბება.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. სინოპტიკოსები სამშაბათს, 18 თებერვალს თბილისში თბილ, მზიან, უღრუბლო ამინდს პროგნოზირებენ.

ჰაერის ტემპერატურა ღამით ნულ გრადუსამდე შემცირდება, ხოლო დღისით მაქსიმუმ რვა გრადუსამდე დათბება.

ქარი 8-13 მეტრი წამში სიჩქარით დაუბერავს.

მზე 07:53 საათზე ამოვა და 18:37 საათზე ჩავა.