ქართველმა ფალავანმა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

კონტინენტური პირველობის ფინალებში დღეს იასპარეზებს ორი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი საქართველოდან - ბექა ლომთაძე და გენო პეტრიაშვილი
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. თავისუფალი სტილით ქართველმა ფალავანმა ელიზბარ ოდიკაძემ რომში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

97 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის დაძაბულ ორთაბრძოლაში ოდიკაძემ აზერბაიჯანელი ნურმაგომედ გაჯიევი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

კვირას ორ ფინალურ ორთაბრძოლაში მონაწილეობას მიიღებს ორი ქართველი მოჭიდავე - ბექა ლომთაძე (61 კგ) და გენო პეტრიაშვილი (+125 კგ), ხოლო ირაკლი მიწური ბრინჯაოსთვის იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატი რომში 16 თებერვლამდე გაგრძელდება.