გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როგორც მოკლული და დაზარალებული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები არიან.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, კიდევ ერთი პირი კი დაჭრილია, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა ე.წ. ახალი გუდაურის ტერიტორიაზე დღეს დილით, გამთენიისას მოხდა. დანაშაული ცეცხლსასროლი იარაღით არის ჩადენილი. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირები სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და მკვლელობას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა.

მამაკაცმა  ყოფილი მეუღლე ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა - დაკავებულია ერთი პირი

დაშავებული მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, როგორც მოკლული და დაზარალებული, ასევე მკვლელობაში სავარაუდო დამნაშავე საქართველოს მოქალაქეები, ადგილობრივები  არიან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი უკვე დადგენილია და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

მომხდარზე  გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.