გარდაბანში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ მოკლა

გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე სიდედრთან კონფლიქტის გამო სასჯელს იხდიდა და მან ციხე დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა.
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალარში მკვლელობა მოხდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გავრცელებული ინფორმაციით, 24 წლის ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ მოკლა. სასიკვდილო ჭრილობები მას ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილის გარდაცვლილის ყოფილი მეუღლე სიდედრთან კონფლიქტის გამო სასჯელს იხდიდა და მან ციხე დაახლოებით ერთი კვირის წინ დატოვა.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.