COVID-19 - ბოლო ცნობები

ჩინეთის სახალხო ბანკი ფულის ბანკნოტებს დეზინფექციას უტარებს და კარანტინში ათავსებს

ბაზარზე ფულის დეფიციტის პრევენციის მიზნით, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა ახალი ბანკნოტებით 600 მილიარდი იუანი გამოუშვა
Sputnik

თბილისი, 16 თებერვალი - Sputnik. ჩინეთში კორონავირუსს ებრძვის ყველა, მათ შორის ჩინეთის სახალხო ბანკიც.

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1665 ადამიანს მიაღწია >>

РИА Новости-ს ინფორმაციით, ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ბანკნოტებით ინფიცირებისა და ვირუსის გადადებისგან დაიცვას ისინი, ვინც ნაღდი ფულით სარგებლობს. ამ მიზნით ბრუნვაში გამოუშვეს 600 მილიარდი იუანი ახალი ბანკნოტებით, ხოლო ძველ ბანკნოტებს დეზინფექცია უტარდება და 7-დან 14 დღემდე კარანტინში „ათავსებენ“.

„დაავადების აფეთქების შემდეგ, ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ მოსახლეობის უსაფრთხოებას და ჯანმრთელობას ფულადი სახსრების გამოყენებისას. ჩვენ მივიღეთ მთელი რიგი ზომები. პირველ რიგში, ჩვენ დავრწმუნდით, რომ ახალი ბანკნოტები ხელმისაწვდომია მოსახლეობისთვის. ამ წლის 17 იანვრამდე, ჩინეთის სახალხო ბანკმა მთელ ქვეყანაში ახალი ბანკნოტებით თითქმის 600 მილიარდი იუანი (დაახლოებით 85.8 მილიარდი დოლარი) გაანაწილა”, - განუცხადა ჟურნალისტებს შაბათს სახალხო ბანკის ხელმძღვანელის მოადგილე ფან იფეიმ.

ჩინეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ტესტირება დაიწყო

პირველ რიგში, ჩინურ ახალ წლამდე, რომელიც 24 იანვარს აღინიშნება, ახალი ბანკნოტებით 4 მილიარდი იუანი სასწრაფოდ გაიგზავნა უჰანში - კოროვირუსის ეპიცენტრში.

„ფულადი სახსრების გაცემის პროცესი კონტროლისა და ჰიგიენის დაცვით მიმდინარეობს, კომერციულ ბანკებს მოეთხოვებათ განახორციელონ ოპერაციები ნაღდ ფულთან შემოსავლებისა და ხარჯების განაწილების შესაბამისად. თანხების გაცემა მაქსიმალურად უნდა მოხდეს ახალი ბანკნოტების საშუალებით”, - განაცხადა ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა.