ნანკა კალატოზიშვილი: საბედნიეროდ ოჯახი მასაც არ უნდოდა და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა

ნანკა კალატოზიშვილი ჰყვება საკუთარ თავზე, როგორი იყო ბავშვობაში, რა უყვარს, როგორია ქორწინებისადმი მისი დამოკიდებულება.
Sputnik
ნანკა კალატოზიშვილი: საბედნიეროდ ოჯახი მასაც არ უნდოდა და ამ მხრივ ძალიან გამიმართლა

„ადრე მონასტერში მოვხვდი და იქ ჩემზე ძალიან გაერთნენ, იმიტომ, რომ სასაცილო ვიყავი. მაშინ რეალურად ზღვაზე მივდიოდი და მის მაგივრად თავი მონასტერში ამოვყავი. ისე გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ ზუსტად ერთ საათში უკან წამოვედი, ოღონდ ზღვაზე კი არა, თბილისში. მოკლედ მთელი ისტორიებია. მე მაინტერესებდა რაღაც თემებზე ლაპარაკი და რაღაცეების სხვა კუთხით დანახვა. პასუხის მოსმენა რეალურად რომ ღვთის ნებაა, ეს არ მყოფნიდა. ვერ ვხვდები რა ხდება მაშინ ძალიან რომ მიყვარხარ და ძალიან გიყვარვარ- ამის იქით რა ხდება? ვერ ვხვდები რატომ უნდა გინდოდეს ოჯახი? მე ვეცდები ყველა მამაკაცი დავაჯერო, რომ ოჯახი არ გვინდა, ვეცდები ხელი არასოდეს მოვაწერო, არ მინდა და რა გავაკეთო? როგორ არ მიყვარს ქორწილი- ეს უკვე ცალკე თემაა. პატარა რომ ვიყავი მამაჩემი სულ იცინოდა: ძალიან მაინტერესებს ქორწილში როგორ დაჯდება, სკამზე ჯდომა ამან არ იცის და სულ იატაკზე ზისო?!. ქორწილი ოდესღაც ხომ ექნება და მაშინ რას იზამსო?“ -ამბობს ნანკა კალატოზიშვილი სატელევიზიო გადაცემაში.

მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ამბობს: „ბავშვობაში თოჯინა არასოდეს მყოლია. ერთხელ როცა ახლობელმა თოჯინა მაჩუქა, ბებიაჩემმა ისეთი ბედნიერი იყო, რომ მასთან ერთად ორასი ფოტო გადამიღო. რადგან მთელი ბავშვობა ხელში ბარაბნიანი პისტოლეტი მეჭირა. არაა ეს კარგი ამბავი, არც ის, საჭმლის კეთება რომ არ ვიცი, მაგრამ ასეა და რა ვქნა.“