ტრაილერების რიგები ზემო ლარსზე: საქართველოში პრობლემის გადაჭრის გზებს ეძებენ

საქართველოში ინიცირებულმა პროექტმა უნდა გაამარტივოს გადამზიდავებისა და მგზავრების გადაადგილება მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, რომელიც საქართველოს რუსეთთან აკავშირებს
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. საქართველო-რუსეთის დამაკავშირებელ გზაზე ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის შედეგად სომხეთიდან მომავალი ტრაილერები აღარ ჩარჩებიან „ზემო ლარსის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე, განაცხადა საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაცია GIRCA-ს მდივანმა გია წუფურიამ.

საუბარია კვეშეთი-კობის გზაზე - მცხეთა-სტეფსწმინდა-ლარსის ტრასის ყველაზე რთული და საშიში მონაკვეთის, კობი-გუდაურის შემოვლით გზაზე. პარასკევს ჟურნალისტებთან ინტერვიუში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა აღნიშნა, რომ ამ მონაკვეთის მშენებლობა 2020 წელს დაიწყება.

„ზემო ლარსის" ალტერნატივა: ანაკლიის პორტი სომხეთისთვის ახალი პერსპექტივაა >>

ზამთარში, დიდთოვლობის გამო კობი-გუდაური პერიოდულად იკეტება. ბოლოს ეს მონაკვეთი 7 თებერვალს ოთხი დღით დაიხურა. შედეგად, ტრაილერების ოთხ კილომეტრიანი საცობი შეიქმნა.

საქართველოს ხელისუფლება გეგმავს 22.7-კილომეტრიანი ასფალტ-ბეტონის გზის, ექვსი ხიდისა და ხუთი გვირაბის მშენებლობას. ერთ-ერთ გვირაბს გაიყვანენ ჯვრის უღელტეხილის ქვეშ – სოფელ წკერედან სოფელ კობამდე. ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე გრძელი გვირაბი და ერთ-ერთი ყველაზე რთული საინჟინრო ნაგებობა ევროპაში.

„კობი-გუდაურის მონაკვეთი ძალიან რთული და საშიშია. ახალი შემოვლითი გზა ხელსაყრელია პირველ რიგში სატვირთო მანქანებისთვის, რადგან ნახევრადმისაბმელიანი სატვირთო მანქანები ყველაზე მგრძნობიარეა ცუდი მეტეოროლოგიური პირობების მიმართ. ტექნიკურად ისედაც რთულია 16 მეტრი სიგრძის სატვირთო მანქანის მართვა და ლიპყინულის დროს მით უმეტეს”, - განაცხადა წიფურიამ.

მისი თქმით, მოყინულ გზაზე მოძრაობა მსუბუქი მანქანით უფრო მარტივია. შესაბამისად, ახალი გზით „ზემო ლარსამდე“ მინიმალური რისკებით და სწრაფად მისვლა იქნება შესაძლებელი.

წიფურია დარწმუნებულია, რომ შემოვლითი გზა სახიფათო მონაკვეთის საკითხს გადაჭრის. თუმცა საინჟინრო თვალსაზრისით ყველაფერი სწორად უნდა დაიგეგმოს: დახრის რა კუთხით აშენდება გზა, გაითხრება გვირაბი და სხვ.

ზემო ლარსი: გზა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნილია

„ქვეშეთი-კობი გადამზიდავებისთვის გზას მაქსიმალურად უსაფრთხოს გახდის“, - განაცხადა წიფურიამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ შემოვლითი გზა პრობლემებს ყველა გადამზიდავს მიუხსნის.

„ზემო ლარსის“ გამშვები პუნქტის გავლით გადამზიდავები სომხეთიდან წელიწადში ორივე მიმართულებით მინიმუმ 10 ათას რეისს ახორციელებენ. მოქმედი გზა ერთადერთი მაგისტრალია სომხეთიდან რუსეთში და პირიქით საქონლის მიწოდებისთვის. არსებობს სხვა მარშრუტებიც, მაგრამ ისინი პოლიტიკური მიზეზების გამო დაკეტილია.

სანამ ახალი გზა არ იქნება, სომეხი იმპორტიორებისთვის ლარსის ერთადერთ ალტერნატივად გადაზიდვების მულტიმოდალური ვარიანტი რჩება: ერევნიდან ფოთში რკინიგზით ან საავტომობილო გზით, იქიდან ბორნით რუსეთის პორტ ნოვოროსიისკამდე და რუსეთის სხვა ქალაქების მიმართულებით.