მიუნხენში ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრა დაიწყო

ორი ქვეყნის ლიდერები მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ხვდებიან. შეხვედრაზე პირველი მივიდა ალიევი,  შემდეგ შევიდა ფაშინიანი
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. მიუნხენში დაიწყო სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტების, ნიკოლ ფაშინიანის და ილჰამ ალიევის შეხვედრა, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.

ორი ქვეყნის ლიდერი შევიდა ოთახში, მათ ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, ერთმანეთის პირისპირ დასხდნენ და ერთობლივი ფოტო გადაიღეს. ამის შემდეგ ჟურნალისტებმა მოლაპარაკებათა დარბაზი დატოვეს.

„მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ვხვდები აზერბაიჯანის პრეზიდენტს“, - ასეთი წარწერა დაურთო ფაშინიანმა ვიდეოს.

ფაშინიანსა და ალიევს მოკლე საუბარი ექნებათ.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში 45 წუთის განმავლობაში გაიმართება მსჯელობა ყარაბაღის კონფლიქტის თემაზე. შეხვედრის მოდერატორია აშშ-რუსეთის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი სელესტა ვალანდერი. მოსალოდნელია, რომ ფაშინიანი და ალიევი მსჯელობაზე სიტყვით გამოვლენ და შემდეგ დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხებენ.

აღსანიშნავია, რომ ფაშინიანსა და ალიევს შორის ბოლო კონტაქტი 2019 წლის დეკემბერში დსთ-ის ლიდერთა სამიტზე სანქტ-პეტერბურგში შედგა.