ყვითელი ამბები

მაკო კვიტაიშვილს უსიმპათიურესი შეყვარებული ჰყავს - ფოტოები

ცნობილი ჟურნალისტის ეკა მიშველაძის ულამაზესი გოგონა - მაკო კვიტაიშვილი საზოგადოებამ არაერთი მუსიკალური პროექტიდან გაიცნო. ამჟამად მაკო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დილის წამყვანია
Sputnik

მას შემდეგ‚ რაც პროექტ „ახალი ხმის“ ქასთინგებზე მაკო კვიტაიშვილი გამოჩნდა, თავისი შესრულების მანერით, სტილითა და გარეგნობით მაშინვე მიიპყრო ყველას ყურადღება და მეორე დღეს ადამიანების დიდი ნაწილი ამ მშვენიერ გოგონაზე ლაპარაკობდა. მაკო ტელეწამყვან ეკა მიშველაძის შვილია.

მასზე ამბობენ, რომ თითქმის არასოდესაა მოწყენილი, მუდამ ცდილობს ბედნიერი იყოს და თავი სხვასაც ასე აგრძნობინოს. ალბათ, იშვიათად თუ ნახავთ ასეთ ადამიანს. მაკო ჯგუფ „ფრენდლი მოსკიტოს“ სოლისტია. ბოლო დროს საზოგადოებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-დან ახსოვს. ერთი პერიოდი გადაცემაში „სხვა შუაღამე“ წამყვანი იყო, ახლა დილის გადაცემის წამყვანია და პარალელურად მუსიკალური პროექტის „დიდი სცენა“ თანაწამყვანიც.

მაკოს პირად ცხოვრებაზე საჯაროდ საუბარი არ უყვარს, მაგრამ სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად ინტერესდებიან, არსებობს თუ არა მის ცხოვრებაში საყვარელი ადამიანი. Instagram-ის „სთორიში“ ცოტა ხნის წინ აღნიშნა, რომ თორნიკე გაგუაზეა შეყვარებული. წყვილი იშვიათად დებს ერთობლივ ფოტოებს, თუმცა სავარაუდოდ, დიდი ხანია ერთდ არიან და ძალიან უხდებიან ერთმანეთს.