ბახმაროში ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა და ვერტმფრენი მოიყოლა

არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით სამ მეტრამდე თოვლია
Sputnik

თბილისი, 15 თებერვალი - Sputnik. ბახმაროში დიდთოვლობის გამო ვერტმფრენის სადგომი ანგარი ჩაინგრა და ვერტმფრენი მოიყოლა, იუწყება ქართული მედია.

ვერტმფრენი, რომელიც კერძო კომპანიას ეკუთვნის, ტურისტების გადასაყვანად იყო განკუთვნილი.

ანგარის ჩანგრევის შედეგად არავინ დაშავებულა. არსებული ინფორმაციით, ვერტმფრენის სადგომის შეკეთება ვერ ხერხდება, ვინაიდან ბახმაროში დაახლოებით სამ მეტრამდე თოვლია.