მაია ასათიანი: მერე ხვდები - მაია, შენ ახლა სისულელეს აკეთებ...

მაია ასათიანი საკუთარ თავზე საუბრობს, იხსენებს როგორ იქცეოდა იმ დროს, როცა შეყვარებული იყო. ამბობს, რომ ახალგაზრდობის წლებში სიყვარულის გამო ჩადენილ შეცდომებს ვერ აცნობიერებდა.
Sputnik

 

მაია ასათიანი: მერე ხვდები - მაია, შენ ახლა სისულელეს აკეთებ...

„ჩემზე ათასი სისულელე და სიბინძურე დაუწერიათ. რა აღარ დაუბრალებიათ? ეტყობა ქალური კომპლექსია, არც ერთ ამ მინაწერს  და სტატუსს ისე არ გავუღიზიანებივარ როგორც ერთ სულელურ ჭორს იმაზე, რომ მკერდის ოპერაცია მაქვს გაკეთებული. პროფილი ჩემი არ არის, მე უფრო გრძელი ცხვირი მქონდა და ამ ცხვირის კომპლექსი მაწუხებდა. „კურიერში“ მისვლამდე, მაშინ 24 წლის ვიყავი, სახლიდან გავიპარე, არავის ვუთხარი და ცხვირის ოპერაცია დავგეგმე. შეიძლება ჩვენ მხოლოდ ერთხელ გვიყვარს ხოლმე, უბრალოდ ამ ერთ სიყვარულს მთელი ცხოვრების მანძილზე სხვადასხვა ადამიანის სახელი ჰქვია. სიყვარულის გამო ცხოვრებაში ბევრი სისულელე ჩამიდენია. მე ვთვლი, სიყვარულში საკუთარი თავი თუ არ დაკარგე და სისულელე არ გააკეთე, ეს ქარტეხილი თავზე ერთხელ თუ არ დაგატყდა მაშინ მის სიტკბოებას ვერ იგრძნობ. თავიც დამიკარგავს და სისულელეებიც მიკეთებია სიყვარულის გამო. ახალგაზრდობაში გააზრებული გაქვს, რომ ეს არ უნდა გააკეთო და მაინც აკეთებ. თუმცა ამის გარეშე რა აზრი ექნებოდა ყველაფერს? თავიც დამიკარგავს და კისერიც მომიტეხია, ცოტა ხანი მინანია და მერე უკვე აღარ.“