ქმარიც ასეთი უნდა! – ვალენტინობის საჩუქარმა გოგონა აატირა – რომანტიკული ვიდეო

ირაკლი ხერხეულიძემ მეუღლეს ორიგინალური საჩუქარი გაუკეთა და ვალენტინობის დღე ძვირადღირებული საჩუქრით მიულოცა. როგორც ჩანს, გოგონა ასეთ სიურპრიზს არ ელოდა და ემოციებისგან ატირდა.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ სალიმ საჩუქრად „მერსედესის“ მარკის ჯიპის ტიპის ავტომობილი მიიღო, რომელიც ერთ-ერთ ძვირადღირებულ და მოდურ ავტომანქანად ითვლება. 14 თებერვალს ვალენტინობის დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში აღნიშნავენ. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან. ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა.