მკვლელობა დმანისში: ნაპოვნია ქალის ცხედარი

გარდაცვლილ ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნება. გამოძიება „განზრახ მკვლელობის“ მუხლით დაიწყო.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადში დღეს, დილით ქალის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".

მარტყოფის მონასტერში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილ ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, ჰყავს თუ არა გამოძიებას მკვლელობაში ეჭვმიტანილი.