„გადავსწყვიტე ქალაქელებსა თოვლი გამოგიგზავნოთ! ჩამოივლის მარშუტკაი და დახვდით დიდუბეში"

სოციალურ ქსელში გავრცელებულ სახალისო ვიდეოს „ეჰე და ეძგერეთ" 300 ათასზე მეტი ნახვა აქვს. მისი ავტორი მთისა ყველაშვილია, რომელიც თბილისიდან მთაში წავიდა საცხოვრებლად.
Sputnik

ვიდეოში ჩანს, რომ ქალი თოვლს ყუთში ტკეპნის და აცხადებს, რომ თბილისში უნდა გაგზავნოს.