ყვითელი ამბები

საქართველოს ახალი „მისტერ ვალენტინი 2020“ ჰყავს – ნახეთ ვინ გახდა რჩეული

ცნობილი კონკურსი „მისტერ ვალენტინი“ დასრულდა და მას ახალი გამარჯვებული ჰყავს. ნახეთ, ვინ მოირგო ტიტული წელს და ვის შეხვდა გრანდიოზული პრიზი.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ყოველწლიური სილამაზის კონკურსი მამაკაცებისთვის „მისტერ ვალენტინი 2020“ დასრულდა. წლევანდელი გამარჯვებული და „მისტერ ვალენტინი 2020“ ლუკა ლაპიაშვილი გახდა. გამარჯვებული სასტუმრო „ბილტმორში“ დიზაინერმა გიორგი მასხულიამ დაასახელა.

ფინალისტებს შორის 10 მამაკაცი მოხვდა, თუმცა მანქანა და პარიზში მოგზაურობა ლუკა ლაპიაშვილს ერგო წილად. კონკურსი საქართველოში 2009 წლიდან ტარდება და მასში მონაწილეობა 17-დან 27 წლამდე მამაკაცებს შეუძლიათ.

2020 წლიდან „მისტერ ვალენტინ საქართველოს“ სათავეში გიორგი მასხულია ჩაუდგა. დიზაინერის თქმით, აქამდე კონკურსი არაოფიციალურად და სამართლებრივი დოკუმენტაციის გარეშე ტარდებოდა, ამიერიდან სხვაგვარად იქნება.