ყვითელი ამბები

ყველაზე ლამაზი წყვილი დაშორდა – ნახეთ რა მოხდა მარიტა ჯანაშიასა და ჯეჯი გომელაურს შორის

წარმატებული მოდელის და აწ გარდაცვლილი მსახიობისა და პოეტის ნიკო გომელაურის ვაჟის ჯეჯის სიყვარული შვიდი წელი გრძელდებოდა. ყვითელ პრესაში ისიც კი დაიბეჭდა, თითქოს მარიტა და ჯეჯი დაქორწინდნენ, თუმცა ინფორმაცია ცრუ გამოდგა.
Sputnik

მსახიობ ნიკო გომელაურისა და ეკა ნიჟარაძის ვაჟი ჯეჯი და მოდელი, თემო გოცაძისა და მარინა ჯანაშიას შვილიშვილი მარიტა ჯანაშია ერთმანეთს შვიდწლიანი ურთიერთობის შემდეგ დაშორდნენ. როგორც ცნობილია, მარიტას და ჯეჯის სიყვარული მეგობრობიდან დაიწყო. ისინი თეატრალურ უნივერსიტეტში ჯგუფელები იყვნენ.

მოდელმა დაშორების შესახებ ჟურნალ „გზასთან“ ისაუბრა. როგორც აღმოჩნდა, წყვილის დაშორების ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ამდენი ხნის მანძილზე მათი ერთად მარტო ცხოვრება ვერ მოხერხდა. მარიტა ამბობს, რომ ოთხი თვე გავიდა დაშორებიდან და შერიგებას არც ერთი არ ფიქრობს.

მანამდე მარიტა ცნობილი ფოტოგრაფის ლაშა ღუღუნიშვილის შეყვარებული იყო. წყვილი 2013 წელს დაშორდა. მათი ურთიერთობა რამდენიმე წელს ითვლიდა. ამჟამად მარიტა მთლიანად კარიერაზეა გადართული. ცოტა ხნის წინ გადაიღეს ინტერაქტიულ კინო-თამაშში „არენა“. მოდელი POSTV-ს დილის გადაცემის ერთ-ერთი წამყვანიცაა.