საქართველო-თურქეთის საზღვარზე კილოგრამზე მეტი კონტრაბანდული ოქრო ამოიღეს

არადეკლარირებული ძვირფასეულობა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისა და ხელბარგის შემოწმებისას აღმოაჩინეს.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე-ოფიცრებმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე კილოგრამზე მეტი ოქროს ნაკეთობები ამოიღეს, ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თურქეთში საქართველოს ექვსი მოქალაქე ოქროს მოპარვაზე დააკავეს

არადეკლარირებული ძვირფასეულობა საქართველოს მოქალაქის ფიზიკური დათვალიერებისა და ხელბარგის შემოწმებისას საკონტროლო-გამშვებ პუნქტ „სარფში" აღმოაჩინეს.

საუბარია 1,03 კილოგრამ ოქროს ნაკეთობებზე, რომლის საერთო ღირებულება 88 ათასი ლარია.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.