დიდი ოდენობით ნარკოტიკების საქართველოში შემოტანის ბრალდებით უცხოელი დააკავეს

თბილისის აეროპორტში პოლიციამ სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღო. დამნაშავეს ხუთიდან ოც წლამდე პატიმრობა ელოდება.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკის საქართველოში შემოტანისთვის პოლიციამ თბილისის აეროპორტში უცხოეთის მოქალაქე დააკავა, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტრო.

სამართალდამცველებმა ბრალდებულისგან ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა სახის ნარკოტიკი: 97 აბი „სუბუტექსი", „ბუპრენორფინის" შემცველი ფხვნილი, 5 აბი „ექსტაზი" და 1 შეკვრა „მდმა".

ნარკოდანაშაული აჭარაში - სამ პირს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

1969 წელს დაბადებულ მამაკაცს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში უკანონოდ შემოტანა ედება ბრალად.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილების „ა" ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების „ა" ქვეპუნქტებით, ასევე, 273-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც განსაკუთრებით დიდი და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვას და საქართველოში უკანონოდ შემოტანას გულისხმობს.

დანაშული 5-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.