აბაშაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

სამგზავრო მატარებელს, რომელიც თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მიემართებოდა ჯერ დაუდგენელი მიზეზით ცეცხლი გაუჩნდა.
Sputnik

თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. თბილისიდან ზუგდიდის მიმართულებით მოძრავ ჩქაროსნულ მატარებელს აბაშაში ცეცხლი გაუჩნდა, იტყობინება „Sputnik–საქართველოს“ კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

აბაშაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

აბაშაში სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

ჯერჯერობით უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

 

ნიკა ლატარია