თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე უქმეებზე უნალექო ამინდია მოსალოდნელი – ღამით ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ძლიერი ყინვა შენარჩუნდება, ნათქვამია გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, პარასკევს ცივი და ნალექიანი ამინდი ძირითადად ქვეყნის დასავლეთ ნაწილში იქნება – იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარის, საღამოსთვის ნაკექი შეწყდება.
„15-16 თებერვალს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. სანაპირო რაიონებში, კოლხეთის დაბლობზე, ზემო იმერეთსა და გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ
საქართველოს დაბლობში +7, +12, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +3, +8 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია განცხადებაში.17 თებერვალს საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
ამ დღეებში სუსტი ქარი, 10–15 მეტრამდე წამში, მოსალოდნელია როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
„ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყინვიანი და არამდგრადი ამინდი 15 თბერვლამდე შენარჩუნდება, 19 თებერვლიდან კი მოსალოდნელია დათბობა“, – განაცხადეს ადრე სააგენტოში.
უქმეებზე ყაზბეგში უნალექო და მოღრუბლული ამინდია მოსალოდნელი. შაბათს, ღამით, ჰაერის ტემპერატურა მინუს 18 გრადუსი, კვირას კი მინუს 10 გრადუსია მოსალოდნელი. დღისით ტემპერატურა ნულ გრადუსამდე აიწევს.
ნალექი მოსალოდნელი არაა მესტიაშიც – შაბათს ღამით მინუს 20, დღისით კი პლუს სამი გრადუსი იქნება. კვირას ღამით მინუს 10, დღისით კი პლუს 4 გრადუსია ნავარაუდევი.
უნალექო უქმეები იქნება ბათუმშიც. შაბათს ჰაერის ტემპერატურა ღამით მინუს 1, დღისით კი პლუს 3 გრადუსია მოსალოდნელი. კვირას ღამით პლუს 3, დღისით კი პლუს 11 გრადუსი იქნება.
საქართველოს დედაქალაქში შაბათს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ღამით ჰაერის ტემპერატურა მინუს 3, დღისით მაქსიმალური კი პლუს 5 გრადუსი იქნება. კვირას თბილისში ღამით მინუს 2, დღისით პლუს 10 გრადუსი იქნება.
ამ ზამთარს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა ნორმაზე ერთი გრადუსით მაღალია, ნალექი კი ნორმის ფარგლებშია.
საქართველოში ყველაზე ცივი ზამთარი ბოლოს 2011 წელს იყო. მაშინ ჰაერის საშუალო ტემპერატურამ დასავლეთ საქართველოში +3, +4 გრადუსს მიაღწია, აღმოსავლეთში კი - 0-1 გრადუსს.