იამალაში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

ვერტმფრენის ბორტზე სულ 10 ადამიანი იმყოფებოდა. მომხდარ ფაქტს ეკიპაჟის სამი წევრიდან ორი ემსხვერპლა
Sputnik

 

თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. ვერტმფრენი Ми -8 იამალა-ნენეცის ავტონომიურ ოლქში დაშვებისას ჩამოვარდა, ორივე მფრინავი დაიღუპა, იუწყება РИА Новости.

 „ცნობილია, რომ ადგილზე მისული სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა ვერტმფრენის კაბინიდან გამოიყვანეს ეკიპაჟის ორი წევრი, რომლებიც მომხდარის შედეგად დაიღუპნენ. ვერტმფრენი ნაწილობრივ დაზიანებულია“, - ნათქვამია საგანგებო სიტუაციების რეგიონული სამსახურის განცხადებაში. 

გამოძიების მონაცემებით, შემთხვევა საბეტის პორტიდან 400-500 მეტრის მოშორებით მოხდა. ავიაკომპანია Скол-ის  ვერტმფრენი გიდანის ნახევარკუნძულიდან საბეტის პორტისკენ მიფრინავდა. ბორტზე იმყოფებოდა 10 ადამიანი, მათ შორის, ეკიპაჟის სამი წევრი. ორი მათგანი დაიღუპა.

როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება, ინციდენტის ძირითად მიზეზებად სახელდება პილოტირების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა, ასევე არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობები.

მომხდარ ფაქტზე ურალის საგამოძიებო სამმართველოში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.