ყვითელი ამბები

თინა კანდელაკმა ბიზნესმენი მეუღლე გამოაჩინა – ტელესახე ქმარზე 11 წლით უფროსია

ჟურნალისტი და „მატჩ ტვ“-ს გენერალური პროდიუსერი პირად ცხოვრებას საჯაროდ არ განიხილავს. მის მეუღლეს კი საზოგადოების თავშეყრის ადგილებსა და კამერების წინ გამოჩენა არ უყვარს. მიუხედავად ამისა, თინამ მილიონერი მეუღლე გამოაჩინა.
Sputnik

ახალ პარტნიორთან ერთად თინა საქართველოს საკუთარ დაბადების დღეზე ეწვია. ჟურნალისტს პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მათი გარეგნობით თინამ ბევრი ადამიანი დააინტერესა. წარმატებული ჟურნალისტი სიახლეებს არ უშინდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარ მოტივატორადაც იქცა და ახლა ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს პროფესიულ რჩევებს აძლევს და მასტერ-კლასებს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ცხოვრება საჯაროა, ის ქმართან ურთიერთობებზე იშვიათად საუბრობს. კანდელაკის მეორე მეუღლე ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა. წყვილი 2014 წელს დაქორწინდა.

მათი ურთიერთობა ბიზნეს-პარტნიორობას სცილდება. თინამ ქმარს საკუთარ გვერდზე ემოციური სიტყვებით მიმართა. მისი მეუღლე 33 წლის არის, ხოლო თინას ნოემბრის თვეში 44 შეუსრულდა. წყვილი ურთიერთობას არ მალავს, მაგრამ მათ ერთობლივ ფოტოებს იშვიათად წააწყდებით. დაბადების დღეები და საზეიმო ვითარებები ხელსაყრელი გახდა, რადგან ამ დროს ცნობილი სახეები სენტიმენტალურები ხდებიან. „ძვირფასო მეუღლევ! მთავარ სიტყვებს პირისპირ ყოფნისას გეტყვი...“ – თინამ ქმრის იუბილეს მილოცვა ამ სიტყვებით დაიწყო.

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება.