ყვითელი ამბები

„ტუჩიც გავიკეთე და წარბიც მივაყოლე...“ – შორენა ბეგაშვილი ფოტოს აქვეყნებს

სექს-სიმბოლოს უჩვეულო გარდასახვები არავის უკვირს. ამჯერად მსახიობმა სახის კორექცია გადაწყვიტა. ნახეთ, როგორ მოუხდა შორენას ექსპერიმენტი.
Sputnik

შორენა ბეგაშვილი მეორე ქმართან დაშორების შემდეგ ექსპერიმენტებს შეუდგა. როგორც ჩანს, მსახიობი გახდომას და ფორმების უფრო მეტად დახვეწას ცდილობს. მან ფიტნეს-ინსტრუქტორთან ერთად ვარჯიში განაახლა და ჯანსაღად იკვებება. სოციალურ ქსელში ყოველდღიერად აქვეყნებს შედეგებს. გარდა ამისა, ტელეწამყვანმა საკუთარი „ფოლოვერებიც“ გააერთიანა. ისინი ერთად სპეციალური რაციონით იკვებებიან, რომელსაც შორენა საგანგებოდ შექმნილ გვერდზე სთავაზობს. ცოტა ხნის წინ ბეგაშვილმა სოციალური ქსელის მომხმარებლებს თავისი შედეგი გაუზიარა. როგორც ჩანს, მსახიობმა 7 კილოგრამი დაიკლო და გაჩერებას არ აპირებს.

იმისათვის, რომ პოპულარობა არ დაკარგოს, სოციალურ ქსელში აქტიური შორენა „ფოლოვერებს“ მოდუნების საშუალებას არ აძლევს. ტელესახე ეროტიკული სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს. სხვადასხვა კომპანიის სახეა და გადატვირთულ გრაფიკს არ უშინდება. ცოტა ხნის წინ მსახიობმა Instagram-ზე მორიგი ექსპერიმენტის შედეგი გამოაქვეყნა. ირკვევა, რომ ბეგაშვილმა ტუჩი და წარბი დაიფერა.

ქვეყნის მოსახლეობის ნახევარმა შორენა ბეგაშვილის ცხოვრების თითოეული დეტალი სოციალური ქსელისა თუ ტელეეკრანის მეშვეობით კარგად იცის. მსახიობის პირადი ცხოვრება მუდამ განხილვის საგანია. შორენა შოუ-ბიზნესის წარმომადგენელი იმ ქალბატონების რიგს შეუერთდა, ვინც პლასტიკურ ოპერაციებსა და კოსმეტოლოგიურ ჩარევებს თავს არ არიდებს. მიუხედავად იმისა, რომ მის სახეს ბოტოქსის ჭარბი მოხმარება უფრო და უფრო შეეტყო, თინეიჯერობის დროს გადაღებული სურათების გამოქვეყნებას არ წყვეტს.

უახლესი ვიდეო შორენამ სავარჯიშო დარბაზიდან გამოაქვეყნა. „ამ ჭორფლებში თუ ხედავთ, ცხვირი გავიხვრიტე. რა ვიცი, მე მომწონს“, – ამ სიტყვებით ასრულებს ტელეწამყვანი ვიდეოს. შორენა ბეგაშვილი „რუსთავი 2"-ს დაუბრუნდა. მალე არხის ეთერში მსახიობის საავტორო გადაცემა „შორენას ეფექტი" გამოვა. როგორც სექს-სიმბოლო აღნიშნავს, დაინტერესებული მაყურებლის ყველაზე კრიტიკულ კითხვებს გულახდილად უპასუხებს. მანამდე კი ახალი პირსინგებითა და ტატუებით ტანს იმშვენებს.