ყვითელი ამბები

„რუსთავი 2“-დან წასული მარიამ გაფრინდაშვილი ამერიკაში მილოცვებს იღებს – ფოტოები

მარიამი ამერიკაში ხუთი თვის წინ გაემგზავრა, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს. ჟურნალისტი ფლორიდაში ცხოვრობს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს, თუმცა, დაგეგმილი აქვს, მოკლევადიანი სასწავლო კურსებიც გაიაროს.
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. „რუსთავი 2“-ის ერთ-ერთი წამყვანი სახე მარიამ გაფრინდაშვილი სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ არც „მთავარ არხზე“ წავიდა სამუშაოდ და არც „ფორმულას“ გუნდს შეუერთდა. მარიამი ხუთი თვის წინ ამერიკაში გაემგზავრა, სადაც თავს არაჩვეულებრივად გრძნობს.

მარიამ გაფრინდაშვილი ფლორიდაში ცხოვრობს, სადაც დროის უმეტეს ნაწილს მეგობრებთან ერთად ატარებს, თუმცა, დაგეგმილი აქვს, მოკლევადიანი სასწავლო კურსებიც გაიაროს. მარიამსა და მის მეგობარ ჟურნალისტებს - ნანუკა ქაჯაიას და ანი ბერუკაშვილს ამერიკაში მათი კოლეგა ბექა მჭედლიშვილი და ლევან ჩუგოშვილი დახვდათ.

როგორც ჟურნალისტმა ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, ამერიკაში საცხოვრებლად არ წასულა და საქართველოში მალე დაბრუნდება. დაუბრუნდება თუ არა ეკრანს, ჯერ ამაზე კომენტარს არ აკეთებს. მარიამი 31 წლის გახდა. მილოცვებს ის ამერიკაში იღებს. „ძალიანაც კარგი რომ დავიბადე 31 წლის წინ. დიდი მადლობა მეგობრებო უდიდესი სიამოვნებით წავიკითხე და შევიფერე თქვენი მოლოცვები“, – დაწერა მარიამმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.