გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას

კონფერენციის ფარგლებში გიორგი გახარია სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციების წარმომადგენლებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს
Sputnik

თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, იუწყება მთავრობის პრესსამსახური.

რიგით 56-ე უსაფრთხოების კონფერენცია მიუნხენში 14-16 თებერვალს გაიმართება. ორგანიზატორების თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს 800 დელეგატი, მათ შორის 150 მაღალი რანგის სტუმარი.

შეხვედრები გრძელდება: საქართველოს პრემიერი დავოსში

კონფერენციის მონაწილეების ყურადღების ცენტრში მოექცევა სტრატეგიული სტაბილურობის უზრუნველყოფის ოპტიმალური გზების მოძიება, შეიარაღებაზე კონტროლის და მწვავე საკითხების გადაჭრის ეფექტური მექანიზმების შენარჩუნება.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია - საერთაშორისო ღია სადისკუსიო ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, სამხედროებს, ბიზნესმენებს, სამეცნიერო და საზოგადო მოღვაწეებს ათობით ქვეყნიდან.

კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე ორმხრივ შეხვედრას გამართავს