ვაშაძე: აღარ ვაპირებთ „ქართულ ოცნებას“ თამაშში ავყვეთ – დასასრული 4 აპრილს იქნება

პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე 4 აპრილს დაანონსებულ მასშტაბურ აქციაზე საუბრობს და მას ბრძოლის პირველი ფაზის დასასრულად მოიაზრებს.
Sputnik
ვაშაძე: აღარ ვაპირებთ „ქართულ ოცნებას“ თამაშში ავყვეთ – დასასრული 4 აპრილს იქნება
„100/50“ მიუღებელია, ჩვენ ამის მხარდაჭერას არ ვაპირებთ. კიდევ ერთხელ მარტივად ვუხსნი საზოგადოებას, რომ ადგილებით არ ვივაჭრებთ. აღარ ვაპირებთ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის თამაშში აყოლას. ჩვენი გეგმა არის მრავალკომპონენტიანი, კომპლექსური, შედგება რამდენიმე ფაზისგან. პირველი ფაზის შუალედური დასასრული იქნება 4 აპრილი, 16:00 საათი“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პარტიის ლიდერის განმარტებით, ოპოზიცია „100/50“ სისტემას არ დათანხმდება და აქციები გაგრძელდება.