ხანძარი საბავშვო ბაღში - სამეგრელოში სახანძრო ბრიგადები ცეცხლის ჩაქრობას ცდილობენ

ცეცხლი საბავშვო ბაღის სახურავს იმ დროს გაუჩნდა, როდესაც შენობაში ბავშვები და აღმზრდელები იმყოფებოდნენ
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ქალაქ ზუგდიდის სოფელ ერგეტაში საბავშვო ბაღის შენობაში ხანძარია, იუწყება ქართული მედია.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი სახურავზე გაუჩნდა.

აღმზრდელებმა ბავშვების უსაფრთხო ადგილას გაყვანა უვნებლად მოახერხეს.

ამ დროისთვის ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამი სახანძრო ბრიგადა მუშაობს.