მეორე შალიაპინი – პაატა ბურჭულაძე 65 წლისაა

დღეს, 12 თებერვალს დაბადების დღეს აღნიშნავს საქართველოს (და არა მხოლოდ) საუკეთესო ბანი, გამოჩენილი საოპერო მომღერალი პაატა ბურჭულაძე.
Sputnik

მას შესრულებული აქვს გოდუნოვისა და დოსიფეის პარტიები მუსორგსკის ოპერებში „ბორის გოდუნოვი" და „ხოვანშჩინა", ვერდის „დონ კარლოსში" – მეფე ფილიპის პარტია და ა.შ.

მეორე შალიაპინი – პაატა ბურჭულაძე 65 წლისაა

ერთ-ერთ ინტერვიუში ბურჭულაძემ აღიარა, რომ თავის წარმატებას შემთხვევას უნდა უმადლოდეს. ჩაიკოვსკის საერთაშორისო კონკურსში გამარჯვების შემდეგ ახალგაზრდა შემსრულებელი „კოვენტ-გარდენში" მიიწვიეს. სწორედ შემთხვევამ შეახვედრა ის სცენაზე თავად ლუჩანო პავაროტის.

ბურჭულაძის დებიუტი ვერდის „აიდაში" შედგა. ასე დაიწყო მისი საერთაშორისო კარიერა. მალე კი გამოჩენილი ავსტრიელი დირიჟორი ჰერბერტ ფონ კარაიანი პაატა ბურჭულაძეს „მეორე შალიაპინს“ უწოდებს.

ბურჭულაძე კეთილი ნების ელჩია გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში. სამშობლოში დააარსა საქველმოქმედო ფონდი „იავნანა", რომელმაც მთელ საქართველოში არაერთი სიცოცხლე გადაარჩინა და ასობით ოჯახს თავშესაფარი მისცა.

საინტერესოა, რომ მომღერალი ერთნაირად უბადლოდ ასრულებს როგორც კლასიკურ, ისე საესტრადო კომპოზიციებს.

ერთხელ მომღერალმა აღიარა: „მნიშვნელოვანია დაიჭირო და ხელიდან არ გაუშვა იღბალი – კარგად იმღერო საჭირო დროსა და საჭირო ადგილზე".