ყვითელი ამბები

ოთარ ტატიშვილის ულამაზესი ქალიშვილის ფოტო სანაპიროდან - გოგონა არაჩვეულებრივ ფორმაშია

ოთარ ტატიშვილს, რომელიც საზოგადოებამ სერიალ „შუა ქალაქიდან“ გაიცნო, სტომატოლოგ თიკა სვანიძესთან ერთი გოგონა - ნანი ტატიშვილი ჰყავს, რომელიც თანდათან საოცრად ემსგავსება დედას
Sputnik

ცნობილი მსახიობს ოთარ ტატიშვილს ულამაზესი გოგონა ნანი ტატიშვილი ჰყავს. ნანიმ ცოტა ხნის წინ დაამთავრა სკოლა და ახლა სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლობს და როგორც ჩანს, მშობლების გზას ადგას. პაარალელურად, ხანდახან სპეკტაკლებშიც თამაშობს. ცოტა ხნის წინ ნანიმ სოციალურ ქსელში საცურაო კოსტუმში გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. გოგონა არაცეულებრივად გამოიყურება.

ოთარ ტატიშვილი მაყურებელმა სერიალიდან „შუა ქალაქში“ გაიცნო, სადაც ექიმ ირაკლი ჩხეიძის როლს ასრულებდა. სულ რამდენიმე წელია, რაც ოთარ ტატიშვილი ეკრანზე გამოჩნდა და საზოგადოების ყურადღება დაიმსახურა. ის ყველაფერს ასწრებს, ცდილობს ყველაფერში საუკეთესო იყოს. სერიალ „შუა ქალაქში“ შემდეგ, „ღამის შოუს“ სტუდიამ ჩათვალა, რომ ის კიდევ უფრო უნდა დაეტვირთა სატელევიზიო სივრცეში და ახალი გადაცემა „ოთარ ტატიშვილის შოუ“ გაუკეთა. ამისთვის მსახიობმა წონაში საგრძნობლად დაიკლო.

ოთარი პირველ მეუღლეს, ეკა არჩვაძეს დაახლოებით 20 წლის წინ დაშორდა. ეკასთან მას ორი ბიჭი ჰყავს. ისინი ექვსი წელი ცხოვრობდნენ ერთად. ზუკა ხუთი წლის იყო, შოთი კი მხოლოდ ცხრა თვის. შოთი მაყურებელს 2015 წელს „X ფაქტორის“ კონკურსიდან ახსოვს, სადაც მისმა არაჩვეულებრივმა ნამღერმა ჟიური მოხიბლა. მეორე მეუღლე თიკა სვანიშვილი სტომატოლოგია. სწორედ მასთან ოთარს ნანი ტატიშვილი.