ყვითელი ამბები

ნინი დედალამაზიშვილი გათხოვდა - ნახეთ ვინ არის მისი რჩეული - ფოტოები

და-ძმა დედალამაზიშვილებს საზოგადოება კარგად იცნობს. გიგი „მგზავრების“ სოლისტია, ნინი - პროდიუსერი. ახალი წლის ღამეს ნინის შეყვარებულმა ხელი სთხოვა, ეს ყველაფერი კი რამდენიმე დღის წინ ქორწილით დასრულდა
Sputnik

ცნობილი ივენთ-მენეჯერი და პროდუსერი, ნინი დედალამაზიშვილი გათხოვდა. ნინის რჩეული ოპერატორი სანდრო მარგველაშვილია. სანდრომ ნინის ხელი ახალი წლის ღამეს სთხოვა. ბედნიერი წყვილი ერთად შეხვდა ახალ წელს. გახარებულმა ნინის დედამ, ციცი ფალავანდიშვილმა „ფეისბუქმეგობრებს“ ეს კარგი სიახლე შემდეგი პოსტით აცნობა: „და მან უთხრა - კი. ასეთი სიურპრიზი მოგვიწყო სანდრომ. ღმერთმა ბედნიერები გამყოფოთ დე. ყველას გილოცავთ ახალ წელს, იხარეთ და იბედნიერეთ“.

როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ირკვევა, წყვილმა ჯვარი ჯვარზე დაიწერა, შემდეგ კი ქორწილი გადაიხადეს მცხეთაში. ნინიმ და სანდრომ ტრადიციულ საქორწინო ჩაცმულობაზე უარი თქვეს და აქცენტი თავისუფალი სტილის სამოსზე გააკეთეს.

ნინისთვისაც და სანდროსთვისაც ეს მეორე ქორწინებაა. დაახლოებით 8 წლის წინ ნინი დედალამაზიშვილმა საზოგადოებაც და ახლობლებიც თავისი გათხოვებით გააკვირვა, როდესაც ჯგუფ „მგზავრების“ სოლისტის, გიგი დედალამაზიშვილის დამ არჩევანი ასევე მომღერალ კოტიკო ყიფიანზე შეაჩერა. წყვილს გოგონა შეეძინა, რომელსაც ელენე დაარქვეს, დაახლოებით წელიწადნახევრიანი თანაცხოვრების შემდეგ კი ერთმანეთს დაშორდნენ. მას შემდეგ ნინიმ შეიცვალა იმიჯი, საკმაოდ კარგად გამოიყურება და აქტიურად მუშაობს კიდეც, რათა შვილს ყველანაირად რეალიზებული დედა ჰყავდეს.