თოვლმა საქართველოს მთავარ ავტომაგისტრალზე პრობლემები შექმნა

შეზღუდვები თბილისი–სენაკი–ლესელიძის (რუსეთის ფედერაციის საზღვარი) საავტომობილო გზის 138–158-ე კმ  მონაკვეთზე ტრაილერებისთვის დაწესდა
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ინტენსიური თოვის გამო შეზღუდვები მოქმედებს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რომელიც დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს აკავშირებს, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

კერძოდ, 138–158-ე კმ (ჩუმათელეთი-ხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

დიდთოვლობა აჭარაში: რამდენიმე სოფელი გარე სამყაროს მოწყვეტილი აღმოჩნდა

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ასევე, თოვისა და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 25-126-ე კმ (ძეძილეთი-მელე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე საავტომობილო გზის 1-25-ე კმ მონაკვეთზე (წყალტუბოს გადასახვევი-ძეძილეთი) ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.