თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით

ძველადაც და ახლაც თითოეული ადამიანი საკმაოდ დიდ დროს უთმობს თავის გარეგნობას და პირველ რიგში, თმის ვარცხნილობას. ცოტამ თუ იცის, რომ ძველ დროში მიიჩნევდნენ, რომ თმის ვარცხნილობა ადამიანის ბედზე მოქმედებს.
Sputnik

დღემდე შემორჩა იდეალური ვარცხნილობის არაერთი საიდუმლო. გაეცანით ვარცხნილობების ჰოროსკოპს თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

კურო

ქალურობის განსახიერება - კუროები უპირატესობას გრძელ და სწორ თმას ანიჭებენ. თმა აკურატულად უნდა იყოს დავარცხნილი. ახალი ვარცხნილობისთვის კუროებმა უნდა შეარჩიონ დღე, როდესაც მთვარე თხის რქის, კუროს ან ქალწულის ნიშანში გადავა. სასურველია, ეს დღე პარასკევი იყოს.

ასტრომოდა 2020: მოდური ტენდენციები ზოდიაქოს ნიშნებისთვის

ვერძი

ვერძებს, უმრავლეს შემთხვევაში, დაბადებიდან ხვეული თმა აქვთ. ამ ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის იპყრობენ ყურადღებას თავიანთი ორიგინალობითა და სიკაშკაშით. ვარცხნილობის შეცვლა ვერძებისთვის კარგია, როდესაც მთვარე ცეცხლის - ლომის ან მშვილდოსნის ნიშანში იმყოფება, ასევე, ზრდის სტადიაშია. ყველაზე ხელსაყრელ დღედ სამშაბათი მიიჩნევა.

კირჩხიბი

კირჩხიბი ქალები თავიანთ თმას ძალიან უფრთხილდებიან, რისი წყალობითაც ყოველთვის ხშირი და დამყოლი თმა აქვთ. ამას კიდევ უფრო შეუწყობენ ხელს, თუ თმას კლებადი მთვარის დღეებში შეიჭრიან, როდესაც მთვარე მორიელის ან კირჩხიბის ნიშანშია. თუ სურთ, რომ თმა მალე გაიზარდოს, უნდა შეიჭრან მთვარის ზრდის პროცესში, როდესაც ღამის მნათობი ამავე თანავარსკვლავედებში იმყოფება.

როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები

ტყუპი

ტყუპ ქალებს ძალიან ხშირ შემთხვევაში მსუბუქი, ტალღებად გადმოფენილი თმა უხდება. ვარცხნილობის გაკეთებისთვის კი საუკეთესო დროა, როდესაც მთვარე მერწყულის, სასწორის ან ტყუპის ნიშანში იმყოფება. საუკეთესო იქნება, თუ ეს დღე ოთხშაბათს დაემთხვევა.

ლომი

ამ ნიშნის წარმომადგენლებს ძალიან ხშირად აქვთ ოქროსფერი და სქელი თმა. ვერძის მსგავსად, ცეცხლოვან ლომსაც უყვარს გარშემომყოფების ყურადღების მიქცევა. სილამაზის სალონში წასვლისთვის საუკეთესო დღეა კვირა, როდესაც მთვარე მშვილდოსნის, ლომის ან ვერძის ნიშანშია.

ზოდიაქოს ყველაზე გულწრფელი ნიშნები

სასწორი

სასწორის ნიშნის წარმომადგენლები ყოველთვის ელეგანტური და ქალური არიან. თვითონაც საოცარი ვარცხნილობების ოსტატები არიან. ხელსაყრელი დღე თმის ვარცხნილობისთვის მათთვის არის პარასკევი, როდესაც მთვარე სასწორის, ტყუპის ან მერწყულის ნიშანშია.

ქალწული

ქალწულებს, როგორც წესი, მუქი, წაბლისფერი თმა აქვთ და ძალიან უხდებათ ვარცხნილობა თმის გაზრდილი მოცულობით. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება კი სჯობს ოთხშაბათს, როდესაც მთვარე მიწის ნიშნებშია - კურო, თხის რქა, ქალწული.

მორიელი

ამ ნიშნის იდუმალ წარმომადგენლებს, ჩვეულებრივ, უხეში თმა აქვთ. ვარცხნილობის დაგეგმვა მათთვის სამშაბათობით აჯობებს, როდესაც მთვარე თევზების, კირჩხიბისა და მორიელის ნიშანშია.

ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული

მშვილდოსანი

არიან რა საკმაოდ აქტიური ადამიანები, ამ ნიშნის წარმომადგენლები ძალიან ცოტა ყურადღებას უთმობენ თავიანთ ვარცხნილობას. ამასთან დაკავშირებით, სჯობს, მოკლე ვარცხნილობა შეარჩიონ, რომელიც მუდმივ დავარცხნას არ მოითხოვს. ასეთი ვარცხნილობის გაკეთება სასურველია ხუთშაბათს და როდესაც მთვარე ცეცხლის ან ჰაერის ნიშნებშია.

თხის რქა

თხის რქებს ყოველთვის უზადო გარეგნობა აქვთ. ყველაზე მეტად მათ კლასიკური ვარცხნილობა უხდებათ, რომლისთვისაც იდეალურია ოთხშაბათი, როდესაც მთვარე კუროს, თხის რქის ან ქალწულის ნიშანშია.

ვინ გადარჩება უკაცრიელ კუნძულზე - ზოდიაქოს „რობინზონ კრუზო" ნიშნების რეიტინგი

მერწყული

მერწყულებს ეხერხებათ საკუთარი ორიგინალური იმიჯის შექმნა. ამისთვის კი საუკეთესო დღეა შაბათი და მთვარე მერწყულისა და ტყუპის ნიშანში.

თევზები

ამ ნიშნის წარმომადგენლები უპირატესობას ანიჭებენ გრძელ, რბილ და ტალღოვან ვარცხნილობებს. თუმცა, ბოლოების შეჭრა აუცილებელია. ამისთვის ხელსაყრელი დღეა ხუთშაბათი, როდესაც მთვარე თევზების, სასწორისა და კუროს თანავარსკვლავედშია.