Air France პარიზი-თბილისის რეისებს 1 აპრილიდან განაახლებს

ფრენები პარიზიდან 1 აპრილიდან ოთხშაბათობითა და შაბათობით შესრულდება, ხოლო თბილისიდან - ხუთშაბათობითა და კვირაობით
Sputnik

თბილისი, 12 თებერვალი — Sputnik. ფრანგული ფლაგმანი ავიაკომპანია Air France 1 აპრილიდან პარიზიდან თბილისში რეგულარულ რეისებს განაახლებს, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს განცხადებაში.

ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში ფრენები შარლ დე გოლის აეროპორტიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით კვირაში ორჯერ საჰაერო ხომალდით Airbus A320-21 განხორციელდება.

თურქული ავიაკომპანია სტამბულიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს წყვეტს

ფრენები პარიზიდან ოთხშაბათობითა და შაბათობით შესრულდება, ხოლო თბილისიდან - ხუთშაბათობითა და კვირაობით.

ავიაკომპანია Air France ქართულ ავიაბაზარზე 2019 წლის 31 მარტს შემოვიდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რეგულარული რეისების შესრულების უფლება კომპანიას გასული წლის 23 ოქტომბრამდე მისცა.

დღესდღეობით ავიაკომპანია რეისებს 170 მიმართულებით ახორციელებს. კომპანიის ავიაპარკი სხვადასხვა ტიპის 212 საჰაერო ხომალდისგან შედგება.

Air France პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტშია ბაზირებული.